მთავარი / სიახლეები / “იუვეს” სანომრე ნიშნები საქართველოში

“იუვეს” სანომრე ნიშნები საქართველოში

საქართველოში „იუვენტუსს“ ოფიციალური ქართული ფანკლუბი ჰყავს, რაც იმის დასტურია, რომ ტურინული კლუბის გულშემატკივართა რაოდენობა დიდია.

„იუვენტუსის“ სიყვარული განსაკუთრებულია და ეს ბევრ რამეში გამოიხატება. მაგალითად, საქართველოში ხშირად შეხვდებით ავტომანქანებს, რომელთა სანომრე ნიშნებზე ამოიკითხავთ – JUVE!

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, „JU-VE“ სერიით სულ გაცემულია 250 სახელმწიფო სანომრე ნიშანი. აქედან ყველაზე დიდი მომსახურების საფასურის განაკვეთი, რაც გადახდილია მითითებული სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემისათვის და დადგენილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით, არის 250 ლარი.

წარმოგიდგენთ პირველ ხუთ სანომრე ნიშანს: JU333VE; JU222VE; JU010VE; JU555VE; JU011VE.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …