მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვენტუსი” ფლორენციაში პერინმა გადაარჩინა

“იუვენტუსი” ფლორენციაში პერინმა გადაარჩინა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეხუთე ტურში ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ითამაშა და მიმდინარე სეზონში ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა (მესამედ).

თუმცა, ამჯერად ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მოიპოვა, რადგან მასიმილიანო ალეგრის გუნდი მთელი თამაში მხოლოდ ქულის მოპოვებაზე ფიქრობდა და მოსაგებად არაფერი გაუკეთებია.

არადა, მეცხრე წუთზე ფილიპ კოსტიჩის პასით არკადიუშ მილიკმა ანგარიში გახსნა და „იუვე“ დაწინაურდა. თუმცა, ეს ალბათ მთელი თამაში ერთადერთი ნორმალური იერიში იყო ტურინელთაგან. მერე შეტევაში არაფერი, უფანტაზიო ფეხბურთი, პრაქტიკულად გუნდი მეტოქის ნახევარს ვერ სცდებოდა.

29-ე წუთზე კი ფლორენციელებმა კონტრშეტევა გამოიყენეს და კუამემ გაათანაბრა. პირველი ტაიის ბოლოს სულაც ლუკა იოვიჩმა პენალტი გააცუდა, რომელიც მატია პერინმა მოიგერია, ძელიც დაეხმარა და ტურინელები გადარჩნენ. ალეგრის გუნდი გადარჩა მეორე ტაიმშიც, როცა პერინმა ფანტასტიკური სეივი შემოგვთავაზა სოფიან ამრაბატის დარტყმის შემდეგ.

ამრიგად უფერული 1:1. აღსანიშნავია, რომ ალეგრიმ დუშან ვლაჰოვიჩი არ ათამაშა, ანხელ დი მარია კი შესვენებაზე მატია დე შილიოთი შეცვალა, რითაც ცხადია გახდა, რომ მას გუნდი ფლორენციაში მხოლოდ არწასაგებად ჰყავდა ჩაყვანილი.

„იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 6 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად პსჟ-სთან გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …