მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” არნაუტოვიჩის შეძენას აპირებს

“იუვენტუსი” არნაუტოვიჩის შეძენას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლიორს ეძებს. ფეხბურთელს, რომელიც სერბის შემცვლელის ფუნქციას დათანხმდება და უმეტესად მხოლოდ მაშინ ითამაშებს, როცა ვლაჰოვიჩს დასვენება დასჭირდება.

იტალიური მედიის ცნობით, ტურინელებს ამ ფუნქციისთვის ერთ-ერთი ვარიანტი შერჩეული ჰყავთ – მარკო არნაუტოვიჩი. ავსტრიელი თავდამსხმელის შესახებ „იუვე“ „ბოლონიას“ უკვე დაუკავშირდა. ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.

ავსტრიელმა ფეხბურთელმა სერია A-ს გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. 33 წლის თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში „ტვენტეში“, „ინტერში“, „ვერდერში“, „სტოკ სიტიში“, „ვესტ ჰემსა“ და „შანხაიში“ უთამაშია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …