მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ილქაი გიუნდოგანი დაუკავშირეს

“იუვეს” ილქაი გიუნდოგანი დაუკავშირეს

„იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებაზე მუშაობს და მიზანთან ძალიან ახლოსაა, თუმცა, ფრანგი შეიძლება არ იყოს ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში ტურინელთა ნახევარდაცვას გააძლიერებს.

კლუბი არტურისა და აარონ რემზის გაშვებას ცდილობს, რომლებიც პოგბას გარდა, შეიძლება ილქაი გიუნდოგანმა შეცვალოს. გერმანული Bild-ის ინფორმაციით, 32 წლის ნახევარმცველს, რომელსაც „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, ორი ვარიანტი აქვს – „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“.

გერმანელ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, რის გამოც ამ ზაფხულს მისი წასვლა საკმაოდ რეალურია და ამ ვარიანტს თავადაც განიხილავს. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

ილქაი გიუნდოგანს „მანჩესტერ სიტის“ გარდა, დორტმუნდის „ბორუსიაშიც“ აქვს ნათამაშები.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …