მთავარი / სიახლეები / იტალიური და გაახალგაზრდავების ხაზი – 5 იტალიელი ფეხბურთელი, რომლებსაც “იუვე” აქტიურად აკვირდება

იტალიური და გაახალგაზრდავების ხაზი – 5 იტალიელი ფეხბურთელი, რომლებსაც “იუვე” აქტიურად აკვირდება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსმანდე დიდი დროა, მაგრამ “იუვენტუსს” 1 ივნისიდან გეგმები უკვე დალაგებული აქვს.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბს იტალიური ხაზი აქვს აღებული. შესაბამისად, ზაფხულში იტალიელი ფეხბურთელების დამატებას ეცდება. თანაც, ეს ხაზი გაახანლგაზრდავებისკენ მიდის.

როგორც გავლენიანი გამოცემა იტყობინება, “იუვეს” 5 იტალიელი ფეხბურთელი ახლა ყველაზე აქტიურად უკავშირდება – ნიკოლო ძანიოლო, ნიკოლო ფაჯიოლი, ჯაკომო რასპადორი, ნიკოლო როველა და მარკო კარნესეკი.

ძანიოლოს შესახებ აქამდეც დაიწერა, “რომას” 22 წლის შემტევი სავარაუდოდ ზაფხულში დატოვებს და “იუვე” ფავორიტია. ნიკოლოს ტრანსფერი განიხილება როგორც პაულო დიბალას პოტენციურ შემცვლელად, ისე არგენტინელის გუნდში დარჩენის შემთხვევაში.

ნიკოლო ფაჯიოლი “იუვეს” საკუთრებაა და იჯარით “კრემონეზეში” თამაშობს, სადაც ჩინებულ სეზონს ატარებს და სერია B-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ფაჯიოლი მასიმილიანო ალეგრის ძალიან მოსწონს და მისი დიდი მომავლის სჯერა კიდეც. ამიტომაც, დიდი შანსია, რომ 21 წლის ნახევარმცველი ზაფხულში მშობლიურ გუნდში დაბრუნდეს.

იგივე ეხება ნიკოლო როველას, რომელიც ტურინელთა საკუთარებაა და იჯარით “ჯენოაში” თამაშობს. როველა გენუური გუნდის ერთ-ერთი გამონაკლისი და იშვიათი ნათელი წერტილია. აი, ჯაკომო რასპადორი დიდი ხანია “იუვენტუსის” სპორტულ დირექტორ ფედერიკო კერუბინის მოსწონს. ევროპის ჩემპიონი 21 წლის თავდამსხმელი პაულო დიბალას ალტერნატივად განიხილება. თუ არგენტინელი გუნდს დატოვებს, ტურინელები “სასუოლოს” შემტევზე გააკეთებენ აქცენტს.

და ბოლოს, ახალგაზრდა მეკარე მარკო კარნეზეკი, რომელიც “ატალანტას” საკუთრებაა, მაგრამ იჯარით “კრემონეზეში” თამაშობს. კარნეზეკი მატია პერინის შემცვლელად განიხილება, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ეწურება. ამასთან, კლუბში მომავალზეც ფიქრობენ და მათთვის საიმედო იტალიელი მეკარის მოძებნა პრიორიტეტია, კარნეზეკი კი ერთ-ერთი იშვიათი კარგი ვარიანტია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …