მთავარი / სიახლეები / იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 21 ივლისი

იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 21 ივლისი

წარმოგიდგენთ წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთების 21 ივლისის ნომრების პირველ გვერდებსა და სათაურებს:

GAZZETTA DELLO SPORT

ტონალი ლაპარაკობს

სკუდეტო, „მილანი“ მზად არის

„ჩემპიონატში მიზანი არის მაქსიმუმი, ჩემპიონთა ლიგაზე კი რაც შეიძლება შორს წასვლა, რადგან ევროპა ჩვენი სახლია. აქ დარჩენისთვის ხელფასი შევიმცირე“

გაზიდისს აქვს სიმსივე: „მაგრამ მას დავამარცხებ“

გენერალური დირექტორი ნიუ-იორკში იმყოფება

შვებულება კიეზასთან

ვერსილიას ზღვის პირას, შეყვარებული ბენედეტა და ცხოვრების მეგობრები

„იუვეს“ თავდამსხმელს ვესტუმრეთ

ახალი სპონსორი „ინტერისთვის“, კიდევ 20 მილიონი გზაშია

Socios.com კრიპტო სავალუტო კომპანია

CORRIERE DELLO SPORT

მოუმ ნახტომი უკვე გააკეთა

ორშაბათს პორტუგალიისკენ ფრენა სრული შემადგენლობით

ვინა გაფორმებულია, ელოდებიან ჯაკას.

ხუთწლიანი კონტრაქტი ურუგვაელთან: „პატივია მოურინიოსთან ვარჯიში“

დღეს, ახალი ტესტი ტრიესტეში

სარის „ლაციო“ უკვე სანახაობრივია

შესანიშნავი ფეხბურთი და 11 გოლი, გუნდმა ჰისაი დაიცვა

იწყება ბრძოლა კრიშტიანუს ტახტისთვის

ბრძოლა ბომბარდირობისთვის

იმობილედან ლუკაკუმდე

ღია წერილი ძანიოლოს: „ნიკოლო, აი, რას გეტყვი“

ევროს ზეიმი, კოვიდაფეთქება

„სიმსივნე მაქვს, მაგრამ გამოვჯანმრთელდები“

„მილანი“, გაზიდისის განცხადება

TUTTOSPORT

ფორცა ივან!

„იუვეს“ ფანების გამოკითხვა

კიეზამ კრიშტიანუ დაამარცხა

გასული სეზონის საუკეთესო გოლის შესახებ გამოკითხვა: ევროპის ჩემპიონმა სპრინტი რონალდუს მოუგო

მიკელე პლასიდომ ალეგრისთან ერთად ივახშმა: „ის აღფრთოვანებული და მოტივირებულია. დიდ ყურადღებას კულუშევსკიზე გაამახვილებს“

შაბათს კონტინასაზე პირველი ტესტი „ჩეზენასთან“

„ტოროს“ განგაშის ზარები

ბრემერი: „დღეს აქ ვარ, ხვალ ვინ იცის“

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …