მთავარი / სიახლეები / იტალიის ნაკრების სავარაუდო მეტოქეები პლეი-ოფში ცნობილია

იტალიის ნაკრების სავარაუდო მეტოქეები პლეი-ოფში ცნობილია

იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძლებს.

უეფას ზონიდან მასში მონაწილეობას 12 ნაკრები მიიღებს და მუნდიალის საგზური მხოლოდ სამს ერგება.

12 გუნდი სამ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ჯგუფში ორი ნახევარფინალური წყვილი შეიქმნება, გამარჯვებულები კი ფინალში გავლენ და ფინალის მომგები გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე (სამი ჯგუფი, სამი ფინალის გამარჯვებული).

12 ნაკრებიდან 6 განთესილია და ისინი ნახევარფინალში თამაშს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ, ხოლო ფინალის მასპინძელი წილისყრით გადაწყდება. ნახევარფინალში განთესილი გუნდები განუთესავებს შეხვდებიან, თუმცა, ფინალში ეს რეგულაცია არ იმოქმედებს, რადგან როგორც ვთქვით, ერთ ჯგუფში 4 გუნდი მოხვდება და აქედან ორი აუცილებლად განთესილი იქნება და ორიც განუთესავი.

განთესილი გუნდები

პორტუგალია, შოტლანდია, იტალია, რუსეთი, შვედეთი, უელსი

განუთესავი გუნდები (იტალიის სავარაუდო მეტოქეები ნახევარფინალში)

თურქეთი, პოლონეთი, ჩრდ. მაკედონია, უკრაინა, ავსტრია, ჩეხეთი

მაგალითად შევადგინოთ იტალიის ნაკრების პოტენციური ჯგუფი და უფრო ნათელი გახდება პლეი-ოფის ფორმატი: ვთქვათ, რომ იტალია მოხვდა A ჯგუფში უელსთან, უკრაინასთან და თურქეთთან ერთად. ნახევარფინალში დაწყვილდნენ იტალია – უკრაინა, უელსი – თურქეთი. ამ წყვილში გამარჯვებულები ფინალში გავლენ. მაგალითად, ნახევარფინალში მოიგეს იტალიამ და უელსმა, ისინი 28 ან 29 მარტს ფინალში (მასპინძელი წილისყრით გაირკვევა) შეხვდებიან და მოგებული მოიპოვებს მუნდიალის საგზურს. ასეთი სისტემა იქნება დანარჩენ ორ ჯგუფშიც.

პლეი-ოფის სტადიის წილისყრა 26 ნოემბერს გაიმართება და გაირკვევა იტალიის ნაკრების მეტოქე ნახევარფინალში, ისევე როგორც, მისი ჯგუფის კიდევ ორი მონაწილე, საიდანაც ერთ-ერთთან ფინალში მოუწევს დაპირისპირება, თუ „აძურა“ ნახევარფინალს მოიგებს. აღსანიშნავია, რომ მატჩები ორრაუნდიანი არ იქნება. გამარჯვებული 90 წუთში, 120 წუთში ან პენალტების სერიაში უნდა გამოვლინდეს. პლეი-ოფი 24-29 მარტს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …