მთავარი / სიახლეები / იტალია – ავსტრია: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალია – ავსტრია: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ავსტრიის ნაკრები ფედერიკო კიეზასა და მატეო პესინას გოლებით 2:1 დამატებით დროში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ბელგიისა და პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

დონარუმა 6 – არ იყო დამაჯერებელი გაუქმებული გოლის დროს, მეორე დამატებით დროში შაუბს საოცარი ბურთი აუღო, კალაიჯიჩმა კი მისი მშრალი სერია დაასრულა. მიუხედავად ამისა, დინო ძოფის რეკორდი გააუმჯობესა და 1168 წუთი ზედიზედ იტალიის ნაკრები გოლს არ უშვებდა.

დი ლორენცო 6 – ალაბამ აჯობა არნაუტოვიჩის გაუქმებული გოლის მომენტში, თავიდან არ იყო დამაჯერებელი, მაგრამ ბოლოს რამდენიმე უძვირფასესი ბურთი მოიპოვა.

ბონუჩი 6 – გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ ასევე რამდენჯერმე შესანიშნავად ითამაშა.

აჩერბი 6 – არნაუტოვიჩი დაკარგა გაუქმებული გოლის დროს, მაგრამ ვიდეორეფერიმ გადაარჩინა. ეს შეცდომა პესინაზე საგოლე პასით გამოისყიდა.

სპინაცოლა 7.5 – თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო, ეჭვგარეშეა. ლაინერი ვერ გაუმკლავდა, დაცვაშიც კარგი იყო და საგოლე პასიც შეასრულა. ბერარდიმ მისი პასის შემდეგ „მაკრატელა“ ვერ დაარტყა, კიეზამ კი პასი დაუფასა და დამატებით დროში ანგარიში გახსნა.

ბარელა 5 – პირველ ტაიმში ბახმანმა ფეხით აუღო, შემდეგ კი მენტალურად თამაშს გამოეთიშა და არაფრისმომცემი ყვითელი ბარათიც მიიღო. ნერვიულობდა და ნაკლებად ეფექტური იყო.

პესინა 7 – თამაშში ჩაერთო და ნახევარდაცვაში თავისი ენერგია შეიტანა. ზედიზედ მეორე გოლი და მუდმივი ზრდის ნიშნები.

ჟორჟინიო 6 – ნაკლებად შესამჩნევი იყო და შეცდომებიც ნაკლები ჰქონდა. სტაბილური თამაში ჩაატარა, ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ახლო ძელთან პოზიცია დაკარგა კალაიჯიჩის გოლის დროს.

ვერატი 6 – ძალიან ცოტა შეცდომა დაუშვა, ან პრაქტიკულად არ დაუშვია, მაგრამ კონდიციები ჯერ კიდევ არ არის ოპტიმალური და მეორე ტაიმში პრობლემები ჰქონდა.

ლოკატელი 6 – ნახევარდაცვას ახალი სისხლი შემატა და პირველი საგოლე შეტევაც მან დაიწყო.

ბერარდი 5 – უკან გადადგმული ნაბიჯი იმასთან შედარებით, რაც ჯგუფში აჩვენა. მეორე ტაიმში ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ „მაკრატელა“ ვერ შეასრულა.

კიეზა 7 – ალბათ, მისი თამაშში ჩართვა დაგვიანებული იყო, კარგად შევიდა და მაშინვე ავსტრიის დაცვას პრობლემები შეუქმნა. პირველი დარტყმა ბახმანმა ადვილად აიღო, მერე კი შედევრი შექმნა: სპინაცოლას პასი თავით გააჩერა, ელეგანტურად მოატყუა ლაიმერი და შესანიშნავად დაარტყა. ორი შანსი ჰქონდა დუბლის შესასრულებლად, მაგრამ ჯერ შოპფმა დაასწრო ბურთის თავზე გადაგდების შემდეგ და მერე საჯარიმოში ჰინტერეგერმა კარგად შეაჩერა.

იმობილე 5.5 – არ გაუმართლა, როცა ბურთი ძელს მოხვდა. ამას გარდა, განსაკუთრებული არაფერი, ბევრი არაზუსტი მოქმედება ჰქონდა და თამაშში კვალი ვერ დატოვა.

ბელოტი 6 – კარგი შესაძლებლობა გაანიავა, როცა იტალიას შეტევაში რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მისმა მოედანზე გასვლამ ინტენსივობა გაზარდა. ალაბას კი ბურთი დიდებული ვარდნით წაართვა.

ინსინიე 6 – ჯიუტად ცდილობდა თავის სტილში გატანას. პირველი გოლის დროს სივრცე სპინაცოლას მან გაუთავისუფლა, შემდეგ ჯარიმით შეეძლო გატანა.

კრისტანტე 5.5 – გოლის დროს კალაიჯიჩი სწორედ მას გაექცა, რადგან ის მეურვეობდა.

მანჩინი 6.5 – პირველ ტაიმში ვხედავდით გუნდს, რომელიც ჯგუფში დომინანტი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში სრული ბლექაუტი იყო. ზოგიერთი ცვლილება დააგვიანა, განსაკუთრებით კიეზას შემთხვევაში, მაგრამ საბოლოოდ არჩევანმა გაუმართლა. გოლები კიეზამ და პესინამ გაიტანეს, ლოკატელიმ ნახევარდაცვას ძალა შემატა. არ იყო კარგი თამაში და VAR-მა გაუმართლა, მაგრამ მეოთხედფინალში გავიდა და ეს საკმარისია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …