მთავარი / სიახლეები / სპინაცოლა: “იმედი მაქვს, საუკეთესოდ კიდევ დამასახელებენ”

სპინაცოლა: “იმედი მაქვს, საუკეთესოდ კიდევ დამასახელებენ”

იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ ავსტრიასთან შესანიშნავად ითამაშა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც დამსახურებულად მიიღო. მატჩის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა.

„ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით, ეს ნამდვილად გუნდური თამაში იყო. უფრო მშვიდი და მკაფიოები უნდა ვყოფილიყავით ბოლო ფაზაში, მაგრამ თავს კარგად ვიცავდით ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ჩვენ ძირითადი შემადგენლობის 26 ფეხბურთელი გვყავს. ჩემს საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობ? დიახ, ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე და ბედნიერი ვარ. ბელგია თუ პორტუგალია? ორივე ძლიერია, მაგრამ ახლა ენერგიის აღდგენაზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ ვნახოთ. საუკეთესო მოთამაშის პრიზი მეორედ? იმედი მაქვს, კიდევ მოვიპოვებ“, – თქვა სპინაცოლამ.

შეგახსენებთ, რომ იტალია მეოთხედფინალში 2 ივლისს, ბელგიისა და პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე ევრო 2020-ზე ლეონარდო სპინაცოლამ სამი თამაში ჩაატარა და ორჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …