მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “კონტრშეტევებზე, როცა მეტი სივრცე გვაქვს, უკეთ ვთამაშობთ”

დე ლიხტი: “კონტრშეტევებზე, როცა მეტი სივრცე გვაქვს, უკეთ ვთამაშობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ნიდერლანდელბმა მცველმა თქვა, რომ რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ ასეთი თამაშები ყველა ფეხბურთელისთვის სასიამოვნოა.

„სტემფორდ ბრიჯზე“ თამაში დიდ ემოციებს იწვევს. ყოველთვის სასიამოვნოა ასეთი გამოწვევების წინაშე დგომა. „იუვენტუსთან“ ერთად ამ ტურნირის მოგება ოცნებაა, მაგრამ არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ და ასე უნდა გავაგრძელოთ.

გვჭირდებოდა განსხვავებული დამოკიდებულება, სტაბილურობა და ახლა სწორედ ამას ვპოულობთ. გვესმოდა, რომ „იუვეს“ უნდა ჰქონდეს სული, რომლითაც იცის რთულ მომენტებში ერთად თავგანწირვა, მოედანზე სიკვდილი და ვფიქრობ, რომ „ფიორენტინასთან“ და „ლაციოსთან“ მატჩებმა ეს აჩვენა.

„ჩელსი“ ძალიან ხარისხიანი გუნდია, ძლიერები არიან კონტრშეტევებზე და მნიშვნელოვანი თამაშია. მშვიდად უნდა ვიყოთ, ასევე ტექნიკურად კარგად ვითამაშოთ, რაც განსხვავებას ქმნის. პატარა გუნდებთან უფრო გვიჭირს? ვფიქრობ, ეს მენტალური პრობლემაა. ჩემპიონთა ლიგის მატჩები ძალიან განსხვავებულია, უფრო ძლიერ გუნდებს ვხვდებით, რომელიც მეტ სივრცეებს ტოვებენ ჩვენთვის კონტრშეტევებისთვის. კიეზა და მორატა კონტრშეტევებზე ძალიან ძლიერები არიან, ხოლო პატარა გუნდების წინააღმდეგ ნაკლები სივრცეები გვაქვს. ამიტომ, გოლის გასატანად სხვა გზაც უნდა ვიპოვოთ და ამ მხრივ უნდა მოვუმატოთ. ახალი კონტრაქტი? მე მხოლოდ „იუვენტუსზე“ ვარ ორიენტირებული. ლუკაკუ სათადარიგო სკამზე? რომც არ ითამაშოს, რთული მატჩი გველოდება“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 23 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება და ტურინელებს ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნით.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …