მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ჩელსისთან” მატჩი ჩვენთვის დიდი გამოცდაა, გვინდა პირველ ადგილზე გავიდეთ”

ალეგრი: “ჩელსისთან” მატჩი ჩვენთვის დიდი გამოცდაა, გვინდა პირველ ადგილზე გავიდეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პლეი-ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ, მოედანზე ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად გავლენ.

„არჩევანი გვაქვს, ოთხი ცენტრალური მცველი გვყავს, მათ შორის დე ვინტერი, რომელიც კარგი მცველია. ნახევარდაცვაშიც არის არჩევანი, კულუშევსკი კარგადაა, ის სტომატოლოგთან იყო, მაგრამ ჩვენთან ერთად იქნება ლონდონში. დანილო ორი თვით გამოგვაკლდა, დე შილიო „ატალანტასთან“ თუ არა, „სალერნიტასთან“ დაგვიბრუნდება, კიელინი ოთხშაბათიდან გუნდს დაუბრუნდება, ბერნარდესკის უფრო მეტი დრო სჭირდება. ხვალ ალექს სანდრო აუცილებლად ითამაშებს, ნახევარდაცვაში კი ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მივიღებ. დიბალა? მას არ უთამაშია გარკვეული პერიოდია, მაგრამ ის და კულუშევსკი განაცხადში იქნებიან.

მომენტების რეალიზებაში უნდა მოვუმატოთ. ვქმნით საგოლე მომენტებს, მაგრამ გადამწყვეტ ეპიზოდში ბევრს ვაფუჭებთ. ეს ფეხბურთელების თვისებებზეა დამოკიდებული. სატურნირო ცხრილში ჩვენი პოზიცია ასახავს გოლების ნაკლებობას. რაბიო? კოვიდამდე უმატებდა, ახლა კი ნამდვილად უკეთაა, ვიდრე კოვიდიდან დაბრუნების შემდეგ. კინი და მორატა? ან ერთი ითამაშებს, ან მეორე. შეიძლება ორივეს თითო ტაიმი ითამაშოს. კინი „ლაციოსთან“ კარგად ჩაერთო, მაგრამ მორატამაც კარგად ითამაშა.

პატარა გუნდებთან უკეთ უნდა ვითამაშოთ, ისე რომ მოთმინება გვქონდეს და არ ვიჩქაროთ. თითქმის იგივე მოხდა რომშიც, სადაც უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. მაკკენი? ფეხბურთელები ფასობენ გონებით და ტექნიკით. ფსიქოლოგიური ნაწილი მნიშვნელოვანია. ახლა ის მშვიდადაა, ფიზიკურად კარგ ფორმაშია, ყველა ფეხბურთელი ბალანსირებულად უნდა გაიზარდოს.

რონალდუს დანაკლისი შეუვსებელია? ის ყოველთვის საუკეთესო ბომბარდირი იყო, ყველა გუნდში. ჩვენ ახლა გვყავს ბევრი მოთამაშე, რომელთაც გოლების გატანის პოტენციალი აქვთ, მაგრამ თითქმის ყველას თავის პოტენციალზე ნაკლები აქვს გატანილი.

„ჩელსი“ ერთი გუნდია ლუკაკუსთან ერთად და მეორე მის გარეშე. მის გარეშე გუნდი უფრო სწრაფი ხდება და კონტრშეტევებზე თამაშობს. როცა ის მოედანზეა საჭიროა თავის დაცვა ერთი მეთოდით, ხოლო როცა არ არის – მეორე მეთოდით. ხვალ ჯგუფში პირველი ადგილისთვის ვითამაშებთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც პრემიერლიგაში ლიდერია და შარშან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 23 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება და ტურინელებს ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნით.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …