მთავარი / სიახლეები / დანილო: “ხვალ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვიყოთ”

დანილო: “ხვალ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვიყოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ ლისაბონის „სპორტინგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ხვალინდელ მატჩში „იუვე“ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა იყოს.

„რა თქმა უნდა, ხვალ საუკეთესო ვერსია უნდა ვიყოთ. „სპორტინგმა“ დაამარცხა „არსენალი“, რომელიც პრემიერლიგაში ლიდერია, ამიტომ, საუკეთესო თამაში დაგვჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ ერთ კვირაში კიდევ ერთი მატჩია.

დი მარიას კონტრაქტის განახლებას თუ ვურჩევდი? ეს პირადი საქმეა. ჩემთვის მეოთხე სეზონია „იუვეში“ და ყველაფერმა სწრაფად ჩაიარა, მე ყოველი მომენტით ვისარგებლე, თუნდაც რთული მომენტებით. ჩემთვის ეს ეჭვგარეშე არჩევანი იყო, რადგან „იუვესთან“ კარგი სინერგია ყოველთვის მქონდა. ეს იყო გულით გაკეთებული არჩევანი.

თავდაჯერება გაიზარდა. მათაც, ვინც ყველაზე ნაკლებად ითამაშა, აჩვენეს, რომ „იუვენტუსში“ არიან და შესაბამისი თვისებები აქვთ, რომ ეს მაისური ატარონ. ყველამ უნდა მიიღოს თავისი პასუხისმგებლობა, რადგან სხვაგვარად „იუვენტუსში“ ვერ დარჩები.

ამორიმი? ის იყო ფეხბურთელი, რომელიც არასდროს ჩერდებოდა და ყოველთვის მუშაობდა. მას აქვს გამარჯვების სურვილი და ეს კარგად ჩანს. ის არის მწვრთნელი, რომელიც ბურთის დაბრუნებას ფეხბურთელებისგან სწრაფად ითხოვს.

სეზონის ამ ეტაპზე ცოტა დაღლილობა ნორმალურია, მაგრამ კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. ბრემერი? ფიზიკურად ბრემერი ყველაზე ძლიერია, საჰაერო ორთაბრძოლებშიც. მოედნის მიღმა ის ყველას უსმენს და ყოველთვის გაუმჯობესება სურს. ეს ყველაფერი ბუნებრივი ზრდის ნაწილია და ასეა „იუვეშიც“. ის ძალიან კარგია და შეიძლება უკეთესი გახდეს.

-15 ქულა? ბუნებრივია ნერვიულობა გუნდისთვის, რომელმაც ეს სიტუაცია შეიცალა. მხოლოდ მოედანზე ვართ კონცენტრირებული და ნაკლები უნდა ვისაუბროთ. დანარჩენი, რაც მოედანს არ ეხება, ყველაფერი კლუბის პასუხისმგებლობაა.

ლიდერი ვარ? ის, რასაც ახლა ვაკეთებ, არაფრით განსხვავდება იმისგან, რასაც აქ მანამდე ვაკეთებდი. ყოველთვის იყო იერარქია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი გუნდს დავხმარებოდი.

ერთ ტაიმს ყოველთვის ვაგდებთ? „ლაციოსთან“ მატჩის შეფასება სხვაგვარად უნდა მოხდეს. ისინი ხშირად აძლევენ მეტოქეს კარგად თამაშის საშუალებას. ბოლო წუთებში ახლოს ვიყავით ფრესთან. უნდა გვახსოვდეს, რომ თამაში 90 წუთი გრძელდება.

გატი? მისით ძალიან კმაყოფილი ვარ, ის ყველა ჩვენგანისთვის მაგალითია, ბიჭი, რომელიც სერია B-დან „იუვეში“ მოვიდა, არ თამაშობდა 6-7 თვის განმავლობაში და ყოველთვის ცდილობდა გაუმჯობესებულიყო. ძალიან ბედნიერი ვარ მისი პროგრესით, ის თავმდაბალი ბიჭია, რომელიც სხვებს ყოველთვის უსმენს და „იუვენტუსში“ დარჩენა სურს.

ვლაჰოვიჩი? რაც დუშანს დაემართა, ყველას ემართება. მხოლოდ მას შეუძლია მოთმინებით და შრომით წინ წავიდეს. ხშირად ვესაუბრებით ერთმანეთს, ის ყოველთვის პირველ რიგში გუნდზე ფიქრობს. თავისი თვისებებით და გონებით ამ პერიოდს ადვილად გადალახავს. მასთან არავის მაგალითი არ მომიყვანია, რადგან ყველა ამბავი განსხვავებული და პირადია. ის ყოველდღიურად მუშაობს და ბევრს, რომ წვრილმანებშიც მოუმატოს. როცა გოლის გატანას დაიწყებს, განსხვავებასაც შექმნის“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სპორტინგის“ მატჩი 13 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …