მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “ჩემი კერპი დელ პიერო იყო, არასდროს მიფიქრია, რომ მცველი ვიქნებოდი”

ბონუჩი: “ჩემი კერპი დელ პიერო იყო, არასდროს მიფიქრია, რომ მცველი ვიქნებოდი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვილიარეალთან“ მატჩის წინ ესპანურ გამოცემა El Pais-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

„ძალიან რთული ორი თამაში იქნება. „ვილიარეალმა“ იცის, როგორ ითამაშოს და გამოცდილია. ვლაჰოვიჩის სახით საჯარიმოში ამოსავალი წერტილი გვყავს, რომელსაც ბურთი უნდა მივაწოდოთ, როცა მეტოქე დაცვაში იკეტება.

რონალდუ-ვლაჰოვიჩი? კრიშტიანუთი ყველა თამაში 1:0-ით იწყებოდა, მან გუნდს დიდი ენერგია და მენტალიტეტი გადასვა. არ შეიძლება პარალელის გავლება მათ შორის. დუშანი ფორვარდია და ძალიან ახალგაზრდაა. მას დრო უნდა მივცეთ, რომ შეცდომებიც დაუშვას და გაიზარდოს.

კიელინი? საიდუმლო ის ქიმიაა, რომელსაც დრო ქმნის. ჩვენ ერთად 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვთამაშობთ. გაკრვეულ მომენტებში ერთმანეთის საიდუმლობებს ვიპარავთ. მე ვიცი, რა შეიძლება მოხდეს, როცა ჯორჯო მოძრაობას აკეთებს და მისთვის იგივეა.

ბავშვობაში შეტევაში თამაში მომწონდა. ჩემი კერპი დელ პიერო იყო. ნახევარმცველი ვიყავი, არასდროს მიფიქრა, რომ მცველი გავხდებოდი. 15 წლის ასაკში მწვრთნელმა ცენტრში დამაყენა, მასწავლა ფორვარდების პასების ჩაჭრა, ტრაექტორიის წაკითხვა, მან მითხრა, რომ თუ მსურდა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მცველად უნდა მეთამაშა“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …