მთავარი / სიახლეები / ბონუჩიმ იტალიის ნაკრების შეკრება დატოვა და “იუვეს” დაუბრუნდა

ბონუჩიმ იტალიის ნაკრების შეკრება დატოვა და “იუვეს” დაუბრუნდა

ლეონარდო ბონუჩიმ იტალიის ნაკრების შეკრება დატოვა და „იუვენტუსს“ შეუერთდა. ესპანეთთან მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ბონუჩი გააძევეს და 10 ოქტომბერს, მესამე ადგილისთვის შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ამიტომაც, მისი ნაკრებში ყოფნის აუცილებლობა აღარ იყო და „კონტინასაზე“ გააგრძელებს მომზადებას „რომასთან“ მატჩისთვის.

„მე თქვენზე მეტად გაბრაზებული ვარ, პირველ რიგში საკუთარ თავზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი. მაგრამ ეს იტალია ფეხზე წამოდგება და უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე“, – დაწერა ბონუჩიმ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 10 ოქტომბერს „იუვეს“ სტადიონზე ბელგიას ან საფრანგეთს დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …