მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა

“იუვენტუსმა” ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ტურის მატჩი ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„იუვე“ ჟენევაში, „სერვეტს“ ესტუმრა, რომელსაც 3:0 აჯობა. ტურინელებს 27-ე წუთზე შეეძლოთ წინ გასვლა, მაგრამ სტასკოვამ პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, 9 წუთში კარუზომ მოახერხა ანგარიშის გახსნა.

მეორე ტაიმში ლინა ჰურტიგმა და ვალენტინა ჩერნოიამ 65-ე და 71-ე წუთებზე ორჯერ გაიტანეს და „ბებერი ქალბატონის“ უპირატესობა დამაჯერებელი გახდა – 3:0.

„იუვენტუსს“ 3 ქულა აქვს და მეორე ტურში 13 ოქტომბერს, „ჩელსის“ ქალთა გუნდს უმასპინძლებს. ამ ჯგუფის მეოთხე წარმომადგენელი გერმანული „ვოლფსბურგია“.

„სერვეტი“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 კარუზო (36), 0:2 ჰურტიგი (65), 0:3 ჩერნოია (71)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …