მთავარი / სიახლეები / სერია A / ბერგომი: “სკუდეტოსთვის გადამწყვეტი პერიოდი ყოველთვის მარტშია და “იუვეც” ბრძოლაშია”

ბერგომი: “სკუდეტოსთვის გადამწყვეტი პერიოდი ყოველთვის მარტშია და “იუვეც” ბრძოლაშია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჯერ კიდევ ჩაბმულია. მან ისიც თქვა, რომ გადამწყვეტი მარტი იქნება, რადგან სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთება ნამდვილი ფავორიტი.

„იუვე“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნდა? მიუხედავად იმისა, რომ ალეგრი ამას არ ამბობს, ჩემი აზრით, სხვა გუნდები ასე ფიქრობენ. ინძაგიმ „ჯენოასთან“ მატჩის წინ თქვა, რომ „იუვე“ ბრძოლაშია, ისინი არასდროს ტოვებნ თამაშგარეში „იუვენტუსს“. ალეგრი ყოველთვის იმეორებს, რომ სკუდეტოსთვის გადამწყვეტი პერიოდი მარტშია და მაშინ იგებენ. ფეხბურთი კი გუნდური სპორტია, რაც უფრო მეტს თამაშობ ერთიანად, მით უფრო იზრდები და ისინი იზრდებიან. „იუვემ“ სეზონის პირველი ნახევარი ცენტრფორვარდის გარეშე ითამაშა, ახლა მათ ამ პოზიციაზე ფეხბურთელი ჰყავთ და ერთად კარგად თამაშობენ“, – თქვა ბერგომიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ გათამაშების ლიდერებს, „მილანსა“ და „ნაპოლის“ 7-7 ქულით ჩამორჩება, სეზონის ბოლომდე კი 11 ტურია დარჩენილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …