მთავარი / სიახლეები / სერია A / დენის ზაკარია 1 თვე ვერ ითამაშებს, “იუვეს” მხოლოდ 3 ნახევარმცველი შემორჩა

დენის ზაკარია 1 თვე ვერ ითამაშებს, “იუვეს” მხოლოდ 3 ნახევარმცველი შემორჩა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი დენის ზაკარია ერთი თვე ვერ ითამაშებს. ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დაზიანება საკმაოდ სერიოზული გამოდგა.

შვეიცარიელი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ვერ გავა მინდორზე, რაც ნიშნავს, რომ 5 მატჩი გაუცდება, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალი „ვილიარეალთან“ და „იუვეს“ აპრილში დაუბრუნდება. დენისს ბარძაყის ტრავმა აღენიშნება.

„იუვენტუსს“ მარტში 5 მატჩი ელოდება და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში მხოლოდ 3 ნახევარმცველია, არტური, მანუელ ლოკატელი და ადრიენ რაბიო, რადგან ვესტონ მაკკენიც ტრავმირებულია და 2 თვე იუქმებს. დენის ზაკარია “იუვენტუსმა” 1 თვის წინ დაიმატა და 4 მატჩში მან 1 გოლის გატანა მოახერხა.

„იუვენტუსს“ უბრუნდება პაულო დიბალა, მაგრამ იტალიის თასზე „ფიორენტინასთან“ მისი თამაში მაინც თითქმის გამორიცხულია. არგენტინელი გუნდს სავარაუდოდ, 6 მარტს, „სპეციასთან“ დაუბრუნდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …