მთავარი / სიახლეები / ბარძალი იტალიის ნაკრებზე, ბონუჩიზე, კიელინიზე, დე ლიხტზე…

ბარძალი იტალიის ნაკრებზე, ბონუჩიზე, კიელინიზე, დე ლიხტზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა, მაგრამ განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატზე და იტალიის ნაკრებზე.

“მასპინძლის ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ოპტიმისტი ვარ და აქამდეც ვიყავი. გზა დიდებულად გავიარეთ, დიდი ხანი ასეთი ხარისხის გუნდი არ გვყავდა. მანჩინიმ და მისმა სტაფმა ფანტასტიკური სამუშაო შეასრულეს, გუნდი ერთიანი და განსაკუთრებულია, ხოლო ერთი წლით ევროპის ჩემპიონატის გადადებამ რამდენიმე ჩვენს ფეხბურთელს გაზრდის საშუალება მისცა. ბურთი უნდა შევინარჩუნოთ, რომ ჩვენი თვისებები გამოვავლინოთ, მაგრამ ნახევარდაცვაში ბურთის დაკარგვა თავიდან უნდა ავიცალოთ, რადგან ამ სიტუაციაში ინგლისი ძალიან სახიფათოა. მათ ჰყავთ ორი-სამი მოთამაშე, რომელმაც ერთი მოქმედებით შეუძლიათ თამაშის გადაწყვეტა, ისინი კომპაქტურად თამაშობენ, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს და ისიც საჯარიმო დარტყმიდან.

კეინი არის თავდამსხმელი, რომელიც გუნდის გარშემო მოძრაობს, მან იცის როგორ უნდა გაიტანოს ნებისმიერი პოზიციიდან და ყველანაირად მასთან ახლოს უნდა იყო, მზად უნდა ვიყოთ მოულოდნელი სიტუაციისთვისაც. ორი შესანიშნავი ცენტრალური მცველი გვყავს, რომლებმაც იციან, დასწრებაზე თამაში და მეტოქესთან ახლოს კარგად ყოფნა. კიელინი და ბონუჩი ორი მნსტრია, ეროვნული გუნდის ქვაკუთხედი. ისინი კვლავ თამაშობენ ძალიან მაღალ დონეზე და შემდეგ როცა საჭიროა ხმასაც უწევენ. ჩვენ ჩატი გვაქვს, BBC ჰქვია. ევროპის ჩემპიონატის დროს ვცდილობდი არ შემეწუხებინა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ.

ბუფონი? მას თანდაყოლილი ვნება აქვს, სწორია, რომ კარიერას აგრძელებს. თითოეულმა ჩვენგანმა თავი კარგად უნდა იგრძნოს და მას გიჟური ადრენალინი აქვს. მე კარიერის დასრულება გადავწყვიტე, რადგან ვარჯიში მაწუხებდა. ვერ ვთამაშობდი ჩემს დონეზე და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება. ეს სწორი იყო, სტადიონზე საოცარი გაცილება მომიწყვეს.

სარის სტაფი რამდენიმე თვეში დავტოვე, რადგან მზად არ ვიყავი, შეცდომა დავუშვი, როცა წინადადება მივიღე და გარკვეული დრო მჭირდებოდა. მაინც კარგი გამოცდილება იყო. სარისთან იყო კამათი, რაღაცებზე ვერ ვთანმხდებოდით, მაგრამ არასდროს გვიჩხუბია.

რატომ ვთქვი ალეგრის „იუვეზე“ უარი? ჩემი ცხოვრების ამ მომენტში მირჩევნია უფრო თავისუფალი ვიყო და ჩემი ოჯახით დავტკბე. მომწონს, ყოველდღიური ფეხბურთის გარეშე ყოფნა და ასეთი გარემო. DAZN-ის ტელევიზიაში ვიმუშავებ, წავალ სტადიონზე და კომენტარს გავაკეთებ, მაგრამ განსხვავებული რიტმით.

კოვიდმა ყველაფრის დესტაბილიზაცია მოახდინა და რთულია გუნდის კარგად დაკომპლექტება. დაბალანსებულ სეზონს ველოდები, შარშანდელიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ „ინტერმა“ ინტრიგა მოკლა. ის ფაქტი, რომ ამდენი ცვლილება მოხდა, სერია A-ს კიდევ უფრო ალამაზებს, ამაღელვებელსა და არაპროგნოზირებადს ხდის.

დე ლიხტი თანამედროვე მცველია, რომელსაც ფიზიკური კონტაქტით თამაში მოსწონს, აქვს წარმოუდგენელი პოტენციალი და მაღალი დონის პროფესიონალია. მასზე წნეხი იყო პატარა ასაკიდან, თუმცა ყოველთვის მშვიდადაა. დონარუმა პსჟ-ში? ის პირველ რიგში „მილანისთვისაა“ დიდი დანაკლისი. ტოპკლუბში მიდის სათამაშოდ და ვფიქრობ სწორი ნაბიჯია. მსოფლიოს სამ საუკეთესო მეკარეშია და ამას ეროვნულ ნაკრებშიც ამტკიცებს.

სპინაცოლა? წარმატებებს ვუსურვებ მას, როდესაც „იუვენტუსში“ ერთად ვიყავით, ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ვიცი, მაშინ რა განიცადა. ხარისხიანი ფეხბურთელია და ევროპის ჩემპიონატზეც აჩვენა. დარწმუნებული ვარ დაბრუნდება და ფლანგზე ისევ მატარებელივით ითამაშებს, რასაც ამ ევროპის ჩემპიონატზეც ამტკიცებდა.

მსოფლიოს ჩემპიონობა? 15 წლის წინ, საფრანგეთთან ფინალში გამარჯვება ჩემი კარიერის საუკეთესო მოგონებაა. უდიდესი გუნდის ტრიუმფი, რომელსაც დიდი მწვრთნელი, მარჩელო ლიპი მართავდა“, – თქვა ბარძალიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …