მთავარი / სიახლეები / სერია A / ალექს სანდრო: “სკუდეტოს და იტალიის თასის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ”

ალექს სანდრო: “სკუდეტოს და იტალიის თასის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ Sky Sport-თან კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი მცველის განცხადებით, მათთვის სეზონი არ დასრულებილა და სკუდეტოს მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.

„საფინალო სასტვენის შემდეგ „პორტუსთან“ მარცხით იმედგაცრუებულები ვიყავით. ვფიქრობ, რომ მთავარი შეცდომა საწყის წუთებში არასწორი დამოკიდებულება იყო, როგორც პირველ, ისე მეორე მატჩში. ამ მომენტებში უნდა გავაუმჯობესოთ. უნდა გავიგოთ, რომ ყველა ბურთი მნიშვნელოვანია და მას შეუძლია შეცვალოს თამაში და სეზონი.

კრიშტიანუ, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი მოწყენილი იყო, რადგან მას სურს ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლა. თუმცა, მეორე დღიდა მოედანზეა და მომდევნო მატჩზეა ორიენტირებული.

კვლავ ვფიქრობთ თასებზე, რომლების მოგებაც შეგვიძლია. მაგალითად, სკუდეტო და იტალიის თასი. თავიდანვე ასე იყო და ახლა არაფერი შეცვლილა. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა სკუდეტოს მოგება. ჩვენი მენტალიტეტი არ შეცვლილა. სერია A-ში ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი და იტალიის თასის ფინალში ვართ, ჩვენი მიზანი ყველა მატჩის მოგებაა“, – თქვა ალექს სანდრომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 14 მარტს, თბილისის დროით 21:00 „კალიარის“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …