მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “კალიარისთან” მატჩამდე

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “კალიარისთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „კალიარისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, „იუვესთვის“ სეზონი ოთხშაბათს, „პორტუსთან“ მარცხით არ დასრულებულა.

„ეს იყო დარტყმა, მაგრამ გუნდი გამოკეთდა. „კალიარისთან“ კარგად უნდა ვითამაშოთ. ეს არის შესანიშნავი გუნდი, რომელიც კარგად თამაშობს და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ მის წინააღმდეგ კარგი თამაში მნიშვნელოვანი იქნება. მინდა ვნახო სიამაყე და გუნდური სულისკვეთება. ჩემს კარიერაში მქონდა რამდენიმე ასეთი სიტუაცია. ბევრი მოვიგე, მაგრამ ბევრიც წავაგე. ახლაც იგივეა. ჩვენთვის სეზონი ოთხშაბათს არ დასრულებულა. ისევ დიდი სურვილით უნდა ვაჩვენოთ, რომ „იუვენტუსი“ ვართ. ახალმა ფეხბურთელებმა იციან რას ნიშნავს „იუვენტუსში“ თამაში, ამ მაისურის ტარების სიმძიმე. იცით, რომ მერვედფინალში გავარდნა ბევრ პოლემიკას იწვევს, მაგრამ ბიჭებს სწორი სულისკვეთება აქვთ. ახლა თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ. მერჩივნა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, მაგრამ ახლა ვარჯიშებისთვის უფრო მეტი დრო გვექნება.

რონალდუ კარგადაა, თუმცა რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულიც. მან კარგად ივარჯიშა. ვფიქრობ, აღიდგინა ენერგია და შეუძლია თამაში. ნორმალურია ჭორების არსებობა, ის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟია. მან უკვე დაამტკიცა თავისი ღირებულება, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გოლი ვერ გაიტანოს.

ბევრი საუბარია გაახალგაზრდავებაზე და ეს მართალია. თუმცა, პროექტი მოიცავს ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ნაზავს. შეუძლებელია გუნდის შექმნა მხოლოდ ახალგაზრდებით. ასევე უნდა არსებობდეს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც კრიშტიანუ, ჯიჯი, ჯორჯო და ლეო არიან. ეს იყო საწყისი პროექტი და ასე იქნება მომავალშიც. ბონუჩის რეაქცია შეცვლის დროს? მას კუნთების დაჭიმვა ჰქონდა და შეცვლა 10 წუთით ადრე მთხოვა. შემდეგ ცოტა დაველოდე, მინდოდა, ორი ცვლილება ერთად გამეკეთებინა.

ტრავმირებულები გამოჯანმრთელდნენ. დემირალის და რემზის გარდა, პლუს დიბალა და ბენტანკური. ბუფონი არ არის კარგად და სიტუაცია უნდა შევაფასოთ. იმედი გვაქვს, რომ დიბალა სანაკრებო პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდებ, ის ბევრს მუშაობს ამ პაუზის დროს. მან 50 თამაშიდან მხოლოდ 7 ჩაატარა ძირითად შემადგენლობა. ეს უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის. რემზიც ვერ ახერხებს სტაბილურად თამაშს, რადგან 2-3 თამაშის შემდეგ შეჩერება უწევს. მაგრამ, ის იმდენად ჭკვიანია, რომ როდესაც კარგად არის, გუნდს კარგად ეხმარება. სამწუხაროდ, ფიზიკური სისუსტე აქვს. დანარჩენი ფეხბურთელები ყველანი ხელმისაწვდომები არიან. კიელინი გამოჯანმრთელდა და შეიძლება ხვალ ძირითადში იყოს. კულუშევსკი? ვეცდებით ნახევარმცველად გამოვიყენოთ, ხვალ და ან მომდევნო მატჩებში.

სეზონის დასაწყისში მინიმალური მიზნები არ დაგვისახავს. „იუვეს“ მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა, სახლში ტიტულების წაღება. როდესაც იწყებ, იმდეი გაქვს, რომ ყველა თამაშს მოიგებ. ყვლას სურს ტიტულების მოგება, მაგრამ მუშაობაა საჭირო, უნდ ელოდო მარცხსაც. თუმცა, ჩვენი გზა არ იცვლება,უნდა გქონდეს გუნდის ნდობა და იმუშაო მასთან ერთად. მეც და გუნდიც დარწმუნებული ვართ, რომ წინ ჯერ კიდევ დიდი მომავალი გველოდება“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „კალიარისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 14 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …