მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ცოტა გოლს ვიტანთ, ეს პრობლემაა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ”

ალეგრი: “ცოტა გოლს ვიტანთ, ეს პრობლემაა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ შეტევაში თამაში გასაუმჯობესელია.

„ხელიდან გაშვებული შანსი? არა, ეს იყო პირდაპირ კონკურენტთან მატჩი, მათ თითქმის ყველა ძირითადი შემადგენლობის წევრი ჰყავდათ, ოთხი ფეხბურთელი აკლდათ და ჩვენ პირველ წრეში მათ წინააღმდეგ 6 სასტარტო შემადგენლობის წევრი გვაკლდა. ასეთი რაღაცები ხდება. ცუდად დავიწყეთ, შემდეგ გავათანაბრეთ და ზეწოლა გავზარდეთ. სატურნირო ცხრილი უცვლელი დარჩა, მაგრამ პირველ წრესთან შედარებით ერთი ქულით მეტი გვაქვს.

კართან მეტი ცივსისხლიანობა და სიმშვიდე გვჭირდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კარგად ვითამაშეთ ძლიერი „ნაპოლის“ წინააღმდეგ, რომელმაც გარკვეული სირთულეები შეგვიქმნა.

ბიჭებმა კარგად ითამაშეს. გულამის ფლანგზე კიეზას გადაყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო. დიბალა? დიდი ხანი უთამაშებელი იყო, ტრავმა ჰქონდა და ახლა ფორმაში შედის. კარგი ნახევარი საათი ჩაატარა, კონდიციები აღიდგინა.

გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო სატურნირო ცხრილში ჩამორჩენის შესამცირებლად, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მომავალში შეგვიძლია ამის გაკეთება. 28 გოლი გვაქვს გატანილი და ეს ძალიან ცოტაა. საჭიროა ნახევარმცველების გოლებიც, მაგრამ ნელ-ნელა გაიტანენ. უნდა გავაუმჯობესოთ თამაშ და გოლები მოვა, უბრალოდ უნდა გავიზარდოთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 35 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 9 იანვარს, სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …