მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “კარგად ვითამაშეთ, ახალგაზრდებითაც კმაყოფილი ვარ”

ალეგრი: “კარგად ვითამაშეთ, ახალგაზრდებითაც კმაყოფილი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გვადალახარას „ჩივასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა.

„კარგი ტესტი იყო, გუნდმა კარგად იმუშავა ტურინშიც წინა დღეებში და შედეგსაც ვხედავთ. კარგად ვითამაშეთ და კმაყოფილი ვარ ახალგაზრდა ფეხბურთელებითაც. ახლა ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან მომდევნო ამხანაგური მატჩების კარგად ჩატარება გვინდა.

პოგბამ კარგად ითამაშა, არსებობს რამდენიმე ასპექტი, რომელზეც სამუშაოა, მაგრამ ის ამ გუნდის ერთ-ერთი სიმბოლო იქნება. მომეწონა ფაჯოლი და გატი, რომელმაც პირველ გოლში შესანიშნავად ითამაშა, თუმცა გარკვეულ დაცვით მექანიზმებზე ჯერ კიდევ აშკარად სამუშაო აქვს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 27 ივლისს, „ბარსელონასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …