მთავარი / სიახლეები / “იუვემ” სეზონში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მოიგო [VIDEO]

“იუვემ” სეზონში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მოიგო [VIDEO]

„იუვენტუსმა“ 2022-2022 წლების სეზონში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ლას-ვეგასში გვადალახარას „ჩივასი“ 2:0 დაამარცხა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა, განსაკუთრებით გადახალისებული შემადგენლობა კი მოედანზე მეორე ნახევარში იყო.

საბოლოოდ, ტურინელებმა 23-წლამდე გუნდის ფეხბურთელების, მარკო და გრასასა და მატია კომპანიონის გოლებით მოიგეს. აღსანიშნავია, რომ „იუვეში“ დებიუტი ჰქონდა ანხელ დი მარიას, ხოლო პოლ პოგბას რე-დებიუტი, რომელიც გუნდში 2016 წლის შემდეგ დაბრუნდა.

„იუვენტუსი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს დალასში, 27 ივლისს, „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.

„იუვენტუსი“ – „ჩივასი“ 2:0 (1:0)

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი (პერინი 46), კუადრადო (ბარბიერი 46), დანილო (ბრემერი 46), გატი (რუგანი 46), ალექს სანდრო (კუდრიგი 46); ფაჯოლი (როველა 46), ლოკატელი (აკე 46), პოგბა (პელეგრინი 46); დი მარია (ზაკარია 46), და გრასა (კომპანიონი 46), კინი (სულე 46)

გოლები: 1:0 და გრასა (10), 2:0 კომპანიონი (80)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …