მთავარი / სიახლეები / ავსტრიასთან კიელინი ვერ ითამაშებს

ავსტრიასთან კიელინი ვერ ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების მცველი ჯორჯო კიელინი ისევ ტრავმირებულია და მერვედფინალში ავსტრიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

Sky Sport-ის ცნობით, “აძურას” კაპიტანმა ვარჯიში გუნდთან ერთად დაიწყო, მაგრამ ჯერ თამაშისთვის მზად არაა და ჯორჯოს ფრანჩესკო აჩერბი შეცვლის, რომელმაც მის ნაცვლად შვეიცარიასთან ითამაშა, ხოლო უელსთან ძირითადში ალესანდრო ბასტონი იყო. თუმცა, მანჩინი ავსტრიასთან აქცენტს “ლაციოს” მცველზე გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ავსტრიის ნაკრებთა მატჩი 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …