მთავარი / სიახლეები / ვერატი: “უბრალოდ თამაში და გართობა უნდა გავაგრძელოთ”

ვერატი: “უბრალოდ თამაში და გართობა უნდა გავაგრძელოთ”

იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა მარკო ვერატიმ უეფას ვებგვერდთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდმა უბრალოდ ფეხბურთის თამაში და სიამოვნების მიღება უნდა გააგრძელოს.

“საჭიროა რაღაც განსაკუთრებულზე ვიფიქრობთ, მაგრამ ამავე დროს საკუთარ თავზეც, რადგან როდესაც რაღაც ცუდი მოხდება, დარწმუნებული ვარ, პირველი ადამიანები ვინც გაგვაკრიტიკებენ, ისინი იქნებიან, რომლებივ ახლა აღფრთოვანებულნი არიან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თამაში ისე, როგორც ვიცით, მშვიდად და წნეხის გარეშე, უბრალოდ ფეხბურთი ვითამაშოთ და გავერთოთ.

თავიდან მეგონა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ვითამაშებდი, მაგრამ დიდი შრომით ეს მოვახერხე. ამაში პსჟ-ს ექიმების წვლილი დიდია, ასევე იტალიის ნაკრების სამედიცინო სტაფის და მწვრთნელის, რომელიც მელოდებოდა. მან მითხრა, რომ მაქსიმალურად მემუშავა, რათა, რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი. ის მელოდებოდა და დამპირდა, რომ აქ ვიქნებოდი.

რა თქმა უნდა, რაც უფრო წინ მიდიხარ, წნეხი იზრდება, ახლა პლეი-ოფია, ასე, რომ თამაშის შემდეგ აგრძელებ ამ ოცნებას ან სახლში მიდიხარ. უნდა ვითამაშოთ ენთუზიაზმით იმაზე ფიქრის გარეშე, თუ სად ვიმყოფებით. ჩვენ დიდი გუნდი ვართ და ამას დავატკიცებთ“, – თქვა ვერატიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 26 ივნისს, ლონდონში ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …