მთავარი / სიახლეები / აარონ რემზიმ ტრავმა მიიღო

აარონ რემზიმ ტრავმა მიიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ ტრავმა მიიღო. უელსელი ფეხბურთელი ვარჯიშზე დაშავდა, მას კუნთის პრობლემები აქვს.

„იუვეს“ ვებგვერდის ცნობით, 10 დღეში მას ხელახალი გამოკვლევა ჩაუტარდება და გახდება ცნობილი მოედანზე დაბრუნების დრო. რემზის ტრავმა სიახლე ნამდვილად არაა, ის სეზონის უმეტეს ნაწილს ლაზარეთში ატარებს, მისი ხელფასი კი ტურინში 7.5 მილიონი ევროა…

მასიმილიანო ალეგრი რემზიზე დიდ გეგმებს აგებდა და ფიქრობდა, რომ რეჯისტას პოზიციაზე მას ძალიან კარგად თამაში შეეძლო. ფაქტია, უელსელზე დაყრდნობა და აქცენტის გაკეთება ძალიან რთული იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …