მთავარი / სიახლეები / შჩესნის ფიასკოს ფონზე – რატომ ჩაიშალა დონარუმას ტრანსფერი “იუვეში”?

შჩესნის ფიასკოს ფონზე – რატომ ჩაიშალა დონარუმას ტრანსფერი “იუვეში”?

ტურინის „იუვენტუსს“ შეეძლო ზაფხულში ჯანლუიჯი დონარუმა უფასოდ დაემატებინა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა – იტალიელი პსჟ-მ გადაიბირა და „იუვეს“ ისევ ვოიცეხ შჩესნი ჰყავს, რომელსაც შარშან ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა და ეს სეზონი საერთოდ კატასტროფულად დაიწყო.

„უდინეზესთან“ პოლონელის ორმა კომიკურმა შეცდომამ გუნდს 2 ქულა დააკარგვინა და კიდევ უფრო აქტუალური გახდა დონარუმას დაკარგვის საკითხი. ადრე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუ რატომ ჩაიშალა ტრანსფერი.

დღემდე არსებობს ვერსია, რომ ყველაფერი მასიმილიანო ალეგრიმ დაბლოკა, რომელმაც გუნდში მისვლისთავანე ხელმძღვანელობას უთხრა, რომ ის შჩესნის ენდობოდა და დონარუმა არ სჭირდებოდა. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ყველაფერი გუნდიდან ფაბიო პარატიჩის წასვლამ ჩაშალა, რომელიც ტრანსფერის ინიციატორი იყო და მას მერე, რაც „იუვედან“ წავიდა, მინო რაიოლასთან პრაქტიკულად მოგვარებული ტრანსფერი ჩაიშალა.

ამჯერად, თემას Tuttosport-ი გამოეხმაურა, რომელიც წერს, რომ მთავარი ორი მიზეზი იყო: ვოიცეხ შჩესნი და ფეხბურთელის ხელფასი. პოლონელ მეკარეს დონარუმას მოსვლის შემთხვევაში გუნდი აუცილებლად უნდა დაეტოვებინა, რადგან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და ძალიან მაღალ ხელფასს იღებს – სეზონში 6.5 მილიონი ევრო. მეორეს მხრივ, დონარუმას ხელფასი 10 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო და ორ მეკარეში კლუბი პრაქტიკულად 17 მილიონს ვერ გადაიხდიდა.

ვოიცეხ შჩესნის დამატების სურვილი ბაზარზე არცერთმა კლუბმა გამოთქვა, რაც სრულიად ლოგიკურია და მოულოდნელი არ არის – პოლონელი ბოლო დროს საშინლად თამაშობს, ევრო 2020-იც კატასტროფულად ჩაატარა და ასეთი ფორმაში, მსგავსი მაღალი ხელფასით, მისი შეძენის მსურველი არ გამოჩნდა. ამიტომაც, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, უარი ეთქვა იტალიელ მეკარეზე, რომელიც მინიმუმ 10 წელი კლუბს ამ პოზიციაზე სრულ სიმშვიდეს მიანიჭებდა.

შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნი „იუვენტუსის“ ისტორიაში მეორე უცხოეული მეკარეა, რომელსაც ძირითადი კიპერის სტატუსი აქვს. პირველი იყო ედვინ ვან დერ სარი, რომელმაც ტურინში სრული ფიასკო განიცადა და შჩესნი კიდევ უფრო ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი ძალიან მაღალანაზღაურებადი და მის თამაშთან სრულიად შეუსაბამო კონტრაქტის ამოწურვამდე კი კიდევ 3 წელია დარჩენილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …