ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი იმედიანადაა განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი რთულად დაიწყეს. ჯორჯოს განცხადებით, ყველაფერი შესაძლებელია.
„იუვე“? როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც დროა საჭირო, რომ ბალანსი ვიპოვოთ. დღევანდელ სამყაროში არ არის მოთმინება და დრო. უნდა ვეცადოთ დროის ოპტიმიზაციას, მაგრამ ამას მოთმინება სჭირდება. ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ, გემი ქარიშხლიან ზღვაშიც კი. ყველაფერი შეიძლება? დიახ, დრო არის, გემი პორტში მივა, ბევრი მსხვერპლით და შრომით. ეროვნული ნაკრები? არ ველოდი, რომ ზაფხულის მიმი გავხდებოდი (ბუკაიო საკას ეპიზოდზე – რედ).
თამაშის წინა ღამეს 30 წუთს ვუთმობ მეტოქეების მონაცემებსა და ვიდეოებს. მსოფლიოს ჩემპიონატი? შეიძლება იქ ვიყო, ახლა კარგად ვარ, მაგრამ აწმყოზე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა კიელინიმ.