იტალიის ნაკრების კაპიტანი ჯორჯო კიელინი გუნდს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, რაც ზრდის ბელგიასთან თამაშის შანსს.
კიელინი იტალიას 16 ივნისს, შვეიცარიასთან მატჩში გამოაკლდა და ბოლო ორი შეხვედრა გაუცდა. თუმცა, ახლა თავს კარგად გრძნობს და იტალიური მედიის ვარაუდით, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება.
კიელინი ფრანჩესკო აჩერბის ადგილს დაიკავებს და რომელუ ლუკაკუს შეჩერება დაევალება, რომელიც ბელგიელთა მხრიდან ყველაზე დიდ ხიფათს წარმოადგენს და გუნდის ლიდერია.
შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ბელგიის ნაკრებთა მატჩი 2 ივლისს, მიუნხენში გაიმართება.