მთავარი / სიახლეები / “იუვე” დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს

“იუვე” დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსმა“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები შეხვდებიან მას მერე, რაც არგენტინელი შვებულებიდან დაბრუნდება.

„იუვენტუსი“ მზადაა დიბალას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში 10 მილიონი ევრო შესთავაზოს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი აქამდე 12 მილიონს ითხოვდა.

მასიმილიანო ალეგრის სურს, რომ დიბალა მისი პროექტის დასაყრდენი ფიგურა იყოს და კლუბს მასთან კონტრაქტის განახლებისკენ მოუწოდა. თვითონ დიბალასაც „იუვეში“ დარჩენა სურს და მოსალოდნელია, რომ მხარეები საბოლოოდ მორიგდებიან.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …