პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს, მეგობარმა გოგონამ, ჯორჯინა როდრიგესმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდამსხმელი “რჩება” იუვენტუსში.
რონალდუს მომავლის შესახებ საუბრები თითქმის მთელი წელია მიმდინარეობს. ზოგი წყარო ამტკიცებდა, რომ იუვენტუსი პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზის დაძლევას ხარჯების შემსუბუქებით გეგმავდა. ზოგჯერ კი იმასაც წაიკითხავდით, რომ პორტუგალიელი ტურინული კლუბით უკმაყოფილოა, მაგრამ ჯორჯიანამ ჭორები განაქარწყლა.