იტალიის ნაკრების კაპიტანი ჯორჯო კიელინი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ვერ ითამაშებს. იტალიური მედიის ცნობით, ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ უელსთან მოედანზე ვერ გავა.
სამედიცინო პერსონალის მიზანია, რომ ჯორჯო მერვედფინალური ეტაპისთვის მზად იყოს, თუმცა, შესაძლოა გუნდს ვერც ამ დროისთვის დაუბრუნდეს და მეოთხედფინალამდე მოცდა მოუწის, თუ „სკუადრა აძურა“ ამ ეტაპზე გასვლას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ კუნთის ტრავმა შვეიცარიასთან მატჩში მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა.