ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო ჯენტილემ „ინტერთან“ მატჩის წინ თავისი მოსაზრება დააფიქსირა. როგორც ლეგენდარულმა მცველმა აღნიშნა, „იუვეს“ „დერბი დ’იტალიაში“ შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.
„ჩაკეტილი, ინტენსიური თამაში იქნება, რომელშიც ორივე გუნდი ეცდება უპირატესობის მოპოვებას. „ინტერს“ შეუძლია შეცდომის დაშვება, ხოლო „იუვენტუსს“ ამის უფლება საერთოდ აღარ აქვს, რადგან თუ ვერ მოიგებს, ტიტულისთვის შეიძლება ვეღარ იბრძოლოს.
რონალდუს და ლუკაკუს გარეშე? ორივე დიდი ფეხბურთელია, რომლებმაც ბევრი მისცეს ორივე გუნდს, მაგრამ ვფიქრობ, მათ გარეშეც აუცილებლად იქნება მონდომება და გამარჯვების დიდი სურვილი. ცხადია, მათი არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ სიმონე ინძაგიმ და ალეგრიმ აჩვენეს, რომ მათ გარეშეც შეუძლიათ გზის გაგრძელება. ახლა დროა შედეგები მივიღოთ.
რა თქმა უნდა, „იუვენტუსისგან“ უფრო მეტს უნდა ველოდეთ. მეორეს მხირვ, „ინტერი“ ცუდ ფორმაში არმგონია. „ბიანკონერის“ საშინელი სტარტი ჰქონდა, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა საწყისი გზა, მაგრამ ახლა გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა. ვფიქრობ, ამ სიტუაციამ ალეგრის გუნდი მორალურად შეიძლება უფრო გააძლიეროს, რათა სატურნირო ცხრილში წინსვლა შეძლოს. ბოლო მატჩები „იუვემ“ მოიგო და რთული მომენტები გაძლევს ძალას სიტუაციის შესაცვლელად“, – თქვა ჯენტილემ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საატზე გაიმართება.