მთავარი / სიახლეები / სერია A / ტარდელი: “იუვე” ლამაზად არ თამაშობს, მაგრამ კონკრეტული მიმართულება აქვს”

ტარდელი: “იუვე” ლამაზად არ თამაშობს, მაგრამ კონკრეტული მიმართულება აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ მასიმილიანო ალეგრის გუნდის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გუნდის მთავარი ძალა დაცვაში შთამბეჭდავად თამაშია.

„მაქს ალეგრის „იუვენტუსი“ ყურადღების ცენტრში დაბრუნდა. ისინი ბრუნდებიან ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე ქულათა მაქსიმუმი აქვს. ჩამოყალიბებული გუნდია, შესაძლოა არა ლამაზი, მაგრამ ძლიერი გულით თამაშობს და „დერბი დ’იტალიას“ თავდაჯერებული ხვდება. ცოტა გოლს იტანს, მაგრამ მისი დაცვის ხაზის ძალა შთამბეჭდავია. ეს ზონა არის გუნდის ნამდვილი სული, ნახევარდაცვის არსებობის პირობებში, რომელიც ჯერ კიდევ არასრული ჩანს, არ გააჩნია ხარისხი და ძალა“, – თქვა ტარდელიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საატზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …