ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯანლუკა ფრაბოტა კარიერას სავარაუდოდ „ჯენოაში“ გააგრძელებს. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
22 წლის ფეხბურთელი გენუელთა რიგებს იჯარით შეუერთდა და „ჯენოას“ გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ფრაბოტა „იუვენტუსის“ მთავარ გუნდში გასულ სეზონში გამოჩნდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა.