მთავარი / სიახლეები / იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 24 ივნისი

იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 24 ივნისი

წარმოგიდგენთ წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთების 24 ივნისის ნომრების პირველ გვერდებსა და სათაურებს:

GAZZETTA DELLO SPORT

მანჩოს შეხება

როგორ ააშენა მწვრთნელმა ეს იტალია

მანჩინიმ სერია A-სგან საუკეთესო აიღო: „ინტერის“ თავდამსხმელების სირბილი, „იუვენტუსის“ და „მილანის“ ფლანგის შეტევები, „ნაპოლისა“ და „სასუოლოს“ სტილი, „ატალანტას“ აგრესია

ჟორჟინიოსთან და ვერატისთან ერთად ჩვენი ნახევარდაცვა გენიოსურია

ანალოგიები 1978 და 1982 წლის გუნდებთან

ჯენტილესაც სჯერა: „შორს გასვლა შეგვიძლია“

კრიშტიანუს კიდევ ერთი რეკორდი

დუბლი საფრანგეთის წინააღმდეგ, ის მერვედფინალში ლუკაკუს შეხვდება

გერმანია ბეწვის ხიდზე

რონალდუს 109-ე გოლი და ირანელი ალი დაეის რეკორდი გაიმეორა

ლუის ენრიკემ ახალი ესპანეთი აღმოაჩინა

შვედეთმა მოიგო, პოლონეთი დამარცხდა

ლოკატელი

ის უფრო ახლოს არის „იუვესთან“, გარიგების გასაღები დრაგუშინია

„სასუოლოსთან“ მუშაობა ფორმულაზე მიმდინარეობს

ჰაკიმი

პსჟ ზღვარზეა

„ჩელსი“ მაინც ცდილობს და 55 მილიონთან ერთად მარკოს ალონსოს სთავაზობს

ფრანგები „ინტერს“ 65 მილიონ სთავაზობენ

CORRIERE DELLO SPORT

კრიშტიანუს ეფექტი

რონალდუმ პორტუგალია ჯგუფიდან ორი პენალტით გაიყვანა და რეკორდი დაამყარა

საფრანგეთი შეჩერდა (2:2): კრიშტიანუ მერვედფინალში ლუკაკუს დაუპირისპირდება

ბენზემა მთავარი გმირია, ახლა მერვედფინალში შვეიცარიაა

ესპანეთმა სლოვაკეთი გაანადგურა: წინ სახიფათო მოდრიჩია

შვედეთი ტოპია, ლევამ დუბლი შეასრულა, მაგრამ პოლონეთი მაინც შინ მიდის

ბატონი როსი ახლოს არის სასწაულთან

გერმანია უნგრეთთან კანკალებს: ახლა ინგლისთან ითამაშებს

იტალია 8.5, მაგრამ ნიჭიერი ბელგია საშიშია

ლოკატელი, „იუვეს“ და „სასუოლოს“ შორის შეთანხმების მცდელობაა

სამიტი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველისთვის: გზა გახსნილია

კვლავ 10 მილიონია სხვაობა „ინტერსა“ და პსჟ-ს შორის ჰაკიმის ტრანსფერზე

„ფიორენტინა“, გონსალესის ტრანსფერი გაოფიციალურდა

„ლაციო“ ბრანდტის დამატებას ცდილობს

TUTTOSPORT

კრიშტიანუ, ყოველთვის მე ვარ!

რონალდუს პენალტების წყალობით პორტუგალიამ საფრანგეთთან 2:2 ითამაშა და ის ირანელ ალი დაეის გაუთანაბრდა: 109 გოლი ნაკრებში

მერვედფინალში ლუკაკუს ბელგიას შეხვდება

როსის დიდმა უნგრეთმა თითქმის გადატრიალებას მიაღწია გერმანიასთან

ლოკატელი: მხოლოდ „იუვე“!

„აძურის“ ვარსკვლავი უარს ამბობს „დორტმუნდსა“ და „არსენალზე“. „ბიანკონერი“ „სასუოლოსთან“ საუბრობს

დუელი „მილანთან“ კაიო ჟორჟესთვის

ჰაკიმის თაობაზე პსჟ-ს მოლაპარაკებები „ინტერთან“ ბოლო ფაზაშია. ჯერ კიდევ შესამუშავებელია, რამდენიმე დეტალი და ტრანსფერი შეიძლება დაიხუროს 70 მილიონ ევროდ

„ტორო“: ბერიშას ტრანსფერი იხურება, ბიუკის და ჰანჩკოს იდეები

მათ მოსწონთ „ჰაიდუკის“ გარემარბი და „სპარტას“ მცველი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …