ლეგენდარული ფეხბურთელი და „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მას ბოლო წლებში პანკრეასის კიბო ჰქონდა და დაავადების დამარცხება ვერ მოახერხა.
ჯანლუკა ვიალი „იუვენტუსში“ 1992-1996 წლებში თამაშობდა და 145 მატჩში 53 გოლი გაიტანა. სწორედ მისი კაპიტნობით მოიგო „იუვემ“ ბოლოს ჩემპიონთა ლიგა.
ვიალიმ ასევე ითამაშა „კრემონეზეში“, „სამპდორიასა“ და „ჩელსიში“, ხოლო იტალიის ნაკრებში 59 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.