მთავარი / სიახლეები / ხუთი იტალიელი და ორი იუვენტინო ევრო 2020-ის სიმბოლურ ნაკრებში

ხუთი იტალიელი და ორი იუვენტინო ევრო 2020-ის სიმბოლურ ნაკრებში

უეფამ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც იტალიის ნაკრების 5 ფეხბურთელი მოხვდა, მათ შორის ორი „იუვენტუსის“ წევრია.

ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო კიეზა უეფამ ევრო 2020-ის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა, მაგრამ იქ ვერ მოხვდნენ ჯორჯო კიელინი და კრიშტიანუ რონალდუ.

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია)

მცველები: კაილ უოლკერი (ინგლისი), ლეონარდო ბონუჩი (იტალია), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერი), ლეონარდო სპინაცოლა (იტალია)

ნახევარმცველები: ემილ ჰოიბერგი (დანია), ჟორჟინიო (იტალია), პედრი (ესპანეთი)

თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იტალია), რომელუ ლუკაკუ (ბელგია), რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი)

შეგახსენებთ, რომ იტალიამ ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …