ლივერპულის „ევერტონის“ ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი ფიქრობს, რომ ლიონელ მესი სათამაშოდ „იუვენტუსში“ უნდა გადავიდეს. კოლუმბიელის აზრით, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში საინტერესო იქნებოდა.
„მესი „იუვენტუსში“ გადავიდეს და კრიშტიანუ რონადუსთან ერთად ითამაშოს. ეს ბომბი იქნებოდა, ბევრს სურს მათი ერთად თამაში. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, მესი რომ „ბარსელონას“ ტოვებს, ამას ადასტურებს. ოდესმე ვინ წარმოიდგენდა, რომ ან ის დატოვებდა „ბარსელონას“ ან სერხიო რამოსი „რეალს“? „ელ კლასიკო“ განსხვავებული იქნება, ადრე კრიშტიანუ და მესი იყვნენ მოედანზე, ხალხი ახლაც გააგრძელებს ყურებას, მაგრამ იგივე ნამდვილად არ იქნება“, – თქვა ხამესმა.
შეგახსენებთ, რომ მესი პსჟ-ში გადადის და დიდი შანსია, რომ ტრანსფერი მალე ოფიციალურად დადასტურდეს.