მთავარი / სიახლეები / ძოფი: “ინგლისელებს ეგონათ, რომ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და რეალურად გაგვაბრაზეს”

ძოფი: “ინგლისელებს ეგონათ, რომ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და რეალურად გაგვაბრაზეს”

იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ და მწვრთნელმა დინო ძოფმა ევრო 2020-ის ფინალის შესახებ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. ფეხბურთის ლეგენდას სჯერა, რომ „სკუადრა აძურას“ ინგლისის ნაკრების „უემბლიზე“ დამარცხება შეუძლია.

“ცეცხლოვანი გულით და ვიცი გონებით გამარჯვება შესაძლებელია. ეს უფრო რთული იყო 1973 წელს, რადგან ინგლისთან მათ მოედანზე არასდროს მოგვეგო და ისინი თავს სპორტის მფლობელად მიიჩნევდნენ. „უემბლი“ აკრძალულ ტაძარს ჰგავდა. ინგლისელები ოფიციანტებს გვეძახდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამით შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ იტალიელების გაბრაზების საუკეთესო გზა ეს იყო. მხოლოდ ამხანაგური მატჩი მოვიგეთ, მაგრამ რწმენა მოგვცა, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვეძლო.

ინგლისი შინ თამაშობს და ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ მათი დამარცხება ნამდვილად შეგვიძლია. იტალია არავითარ შემთხვევაში არ ჩამოუვარდება მეტოქეს, პირიქით, ჩვენ გვაქვს ხარისხი, გამოცდილება, ხასიათი და დარწმუნებული ვარ, გამარჯვება შეგვიძლია. მათ 60 000 ადამიანი მხარს დაუჭერს, მაგრამ გულშემატკივარი არ არის ის, ვინც გოლებს იტანს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინგლისელ ფეხბურთელებზე ზეწოლა ძალიან დიდია. წარმოიდგინეთ ისინი თუ ვერ მოიგებენ, რა მოხდება.

დღემდე მახსოვს, წვიმა, ცივი ღამე, ფაბიო კაპელოს გამარჯვების გოლი და ინგლისში ემიგრირებული ჩვენი თანამემამულეების უკონტროლო სიხარული. „უემბლიზე“ თამაში ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა და ამიტომ, „აძურის“ ვეტყვი, რომ ისიამოვნონ ამ მომენტით და არ შეგეშინდეთ. რაც მთავარია, ჩვენს გუნდში ერთიანობაა, მათ პრიმა დონა არ ჰყავთ და ვინც მოედანზე გადის, ყველაფერს აკეთებს. მათ საოცარი სურვილი აქვთ.

ჯანლუიჯი დონარუმას ფანტასტიკური ევრო აქვს. ჯიჯოს უზარმაზარი ხარისხი აქვს, მაგრამ ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სიმწიფის დონეს მიაღწია, რომლითაც შეუძლია გახდეს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო. მე აღფრთოვანებული იმით, რომ მოუმატა კარიდან გამოსვლის დროს და დაცვის კონტროლში“, – თქვა ძოფმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიას „უემბლიზე“ ინგლისი ორჯერ ჰყავს დამარცხებული (1973 და 1997 წლებში), ხოლო დიდ ტურნირებზე ალბიონელებთან არასდროს დამარცხებულა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …