მთავარი / სიახლეები / კიელინი: “თამაში უნდა გავაკონტროლოთ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ”

კიელინი: “თამაში უნდა გავაკონტროლოთ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ”

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ინგლისთან ევრო 2020-ის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა. “იუვენტუსის” ფეხბურთელის განცხადებით, ინგლისის წინააღმდეგ იტალიამ ყველა დეტალს ყურადღება უნდა მიაქციოს და თამაშის გაკონტროლება მოახერხოს.

„ინგლისს ესპანეთისგან განსხვავებული მახასიათებლები აქვს, ფინალში ის გუნდები გავიდნენ, რომლებმაც ყველაზე მეტი დაამტკიცეს და ყველაზე მეტად დაიმსახურეს. მათ სოლიდური გუნდი ჰყავთ, ფიზიკურად ძლიერი, შესანიშნავი ინდივიდუალიზმით და თამაშის ორგანიზაციით. ბურთს ისე ვერ ფლობენ, როგორც ესპანელები, მაგრამ ყველა კომპონენტში ძლიერები არიან. მათ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს, ისიც ჯარიმით და თუ სივრცეებს მისცემ, შეუძლიათ ამით ისარგებლონ. მსგავსი მატჩი შეიძლება ფეხბურთელის კარიერაში აღარასდროს განმეორდეს, ვცდილობთ დაძაბულობის განმუხტვას, ყველამ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი. ეს არის ემოციების მორევი, როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის.

თბილი გულით და ცივი გონებით უნდა ვითამაშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინგლისის წინააღმდეგ „უემბლიზე“ კარგ ფინალს ვერ ვითამაშებთ. საჭიროა სიტუაცია კონტროლის ქვეშ გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ 90 წუთი მატჩის კონტროლი წარმოუდგენელია. ეს ფინალია და გამარჯვებისთვის საჭიროა ყველა დეტალზე სრულყოფილად ზრუნვა. მნიშვნელოვანი არ არის კიელინი თუ ბონუჩი სტერლინგს თუ კეინს დუელს მოუგებენ თუ არა, მთავარია იტალიამ ინგლისი დაამარცხოს. ამ გუნდში ყველას თავისი როლი აქვს. ჩვენ დიდებული შეფი გვყავს და ყველა ჩვენგანი თავის ინგრედიენტს სძენს გუნდს.

ჰარი კეინი? მახსოვს, როდესაც მის წინააღმდეგ პირველად ვითამაშე. ტურინში, ინგლისთან ამხანაგურ შეხვედრაში. მას ბევრი თვისება აქვს. ის წარმოუდგენელია, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი ვარ, შეგიძლიათ პარატიჩის ჰკითხოთ, მასზე ბევრჯერ გვისაუბრია, მინდოდა „იუვენტუსში“ გვეყიდა. ახლა მას შეუძლია კეინთან „ტოტენჰემში“ იმუშაოს, მე კი ხვალ დავუპირისპირდები. თუ გვეგონა რომ ფინალში გავიდოდით? გვეგონა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგად თამაში შეგვეძლო. ეს გრძნობაა, რომელიც დღითიდღე გაიზარდა. რომში ჩატარებულმა მატჩებმა ძალიან დიდი სტიმული მოგვცა, ჩვენ ხალხის სითბო დავიბრუნეთ“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ინგლისს 11 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …