ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერსა და ჯორჯო კიელინის წასვლაზე ისაუბრა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფიქრობს, რომ პოგბა „იუვეს“ გააძლიერებს, მაგრამ ასევე მიიჩნევს, რომ ტურინელებმა კიელინი სათანადოდ უნდა შეცვალონ.
„პოგბა „იუვეში“? როგორც ყველა ფეხბურთელის შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გრძნობს ის თავს ფიზიკურად მენტალურად. მას შეუძლია გუნდს დაეხმაროს თავისი ძლიერი ხასიათით და გამარჯვებულის მენტალიტეტით, ის შეიძლება გუნდისთვის დამატებითი ღირებულება იყოს.
კიელინის არჩევანი? მას ცხოვრებაში ახალი გამოცდილების მიღება სურს. „იუვენტუსმა“ ის ძლიერი ფეხბურთელით უნდა შეცვალოს, რომელიც ჯორჯოს შეცვლას არა მარტო მოედანზე, არამედ გასახდელშიც შეცვლის“, – თქვა ძამბროტამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ძამბროტა “იუვენტუსში” 1999-2006 წლებში თამაშობდა.