მთავარი / სიახლეები / “უდინეზეს” დირექტორი: “იმედია, მოლინას “იუვე” შეიძენს, უდოგი ჯერ ჩვენთან რჩება”

“უდინეზეს” დირექტორი: “იმედია, მოლინას “იუვე” შეიძენს, უდოგი ჯერ ჩვენთან რჩება”

„უდინეზეს“ მარჯვენა და მარცხენა მცველების, ნაუელ მოლინასა და დესტინი უდოგის მიმართ ინტერესს „იუვენტუსი“ იჩენს.

ფრიულელთა სპორტულმა დირექტორმა პიერპაოლო მარინომ არ უარყო ეს ცნობა. მან თქვა, რომ უდოგი სავარაუდოდ მომდევნო სეზონსაც „უდინეზეში“ გაატარებს, ხოლო მოლინა ალბათ ვერ შეინარჩუნებენ და იმედი გამოთქვა, რომ არგენტინელ მცველს „იუვე“ შეიძენს.

„უდოგის ამ ზაფხულს წასვლა ძნელად წარმოსადგენია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენთან ერთი წლით დარჩენით მას შესაძლებლობა ექნება თავისი ღირებულება გაიმყაროს, რადგან მხოლოდ ერთი სეზონით ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ძნელია ამ ღირებულების ამოცნობა. მოლინა კი არის ფეხბურთელი, რომლის შენარჩუნება გაჭირდება იტალიასა და უცხოეთიდან არსებული ინტერესის გამო. ასე რომ, ვიმედოვნებ, რომ მას იტალიური გუნდი დაიმატებს, რომელსაც გააძლიერებს. მჯერა, რომ „იუვენტუსს“ აქვს მისი შეძენის უნარი“, – თქვა მარინომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …