ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას ევროპული გრანდები იწვევენ. გერმანული „ბილდის“ ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ დაინტერესდა, რომელიც მზად იყო თითქმის 100 მილიონი ევრო გადაეხადა.
ისინი ტურინელებს დაუკავშირდნენ კიდეც, მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს. „იუვენტუსი“ არ აპირებს ფედერიკოს გაყიდვას.
იტალიური მედიის ცნობით, კიეზა „იუვესთვის“ უბრალოდარ იყიდება, რა სახის წინადადებაც არ უნდა მიიღონ. მათი მიზანია, რომ კლუბის მომავალი კიეზას გარშემო ააშენონ და სარფიანი წინადადების მიღებას არ გეგმავენ.
„ჩელსიმდე“ 23 წლის შემტევი „ლივერპულსა“ და „ბაიერნსაც“ დაუკავშირეს, მაგრამ ორივე კლუბმა „იუვესგან“ უარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კიეზამ „იუვენტუსში“ გასული სეზონი ჩაატარა და გუნდის გამორჩეული ლიდერი იყო, 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა. მან ევრო 2020-ზეც შესანიშნავად ითამაშა და იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, გუნდს კი უმნიშვნელოვანესი 2 გოლით დაეხმარა.