მთავარი / სიახლეები / პერესი: “რონალდუ იდიოტი, გიჟი და ავადმყოფია”

პერესი: “რონალდუ იდიოტი, გიჟი და ავადმყოფია”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს 2012 წლის აუდიოჩანაწერი გამოუქვეყნეს, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუსა და ჟოზე მოურინიოს შეურაცხყოფას აყენებს.

„რონალდუ გიჟია. ის იდიოტი, ავადმყოფი ბიჭია. თქვენ ფიქრობთ, რომ ის ნორმალურია, მაგრამ არ არის ნორმალური, თორემ იმ ყველაფერს არ გააკეთებდა, რასაც აკეთებს. ბოლოს რა სისულელე ჩაიდინა, მთელმა მსოფლიომ დაინახა. მოურინიო და რონალდუ, ორივე არანორმალურია. მენდეში ვერც რონალდუს მართავს და ვერც მოურინიოს, კონტროლი არ აქვს. ამ ადამიანებს საშინელი ეგო აქვთ, ისინი რეალობას ვერ ხედავენ, რადგან შეეძლოთ მეტი ფული გამოემუშავებინათ სხვაგვარად რომ მოქცეულიყვნენ“, – ამბობს აუდიოჩანაწერში პერესი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 2006 წლის ჩანაწერებში პერესი იკერ კასილიასსა და რაულს ლანძღავდა. კრიშტიანუ რონალდუმ “რეალი” 2018 წელს დატოვა და ტურინის “იუვენტუსში” თამაშობს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …