მატაის დე ლიხტის „იუვენტუსში“ დარჩენა ნაკლებ სავარაუდოა. ნიდერლანდელი მცველი ლონდონის „ჩელსის“ უახლოვდება, რომელმაც იტალიურ კლუბს პირველი შეთავაზება გაუკეთა.
იტალიური მედიის ცნობით, ინგლისელები მზად არიან 70-75 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუმცა, „იუვენტუსი“ ამ ფასზე თანახმა არაა და მინიმუმ 100 მილიონ ევროს ითხოვს, რაც შეიძლება საკმარისი არ გამოდგეს. დე ლიხტის გამოსასყიდი ფასი 120 მილიონი ევროა, რის გამოც „იუვე“ ჯერჯერობით მის შენარჩუნებას ახერხებს.
შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსს“ 2019 წელს შეუერთდა და 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მას კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.