მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ფეხბურთელების ნაწილი კონტინასას ბაზაზე დაბრუნდნენ

“იუვეს” ფეხბურთელების ნაწილი კონტინასას ბაზაზე დაბრუნდნენ

ტურინის „იუვენტუსი“ მომდევნო სეზონისთვის მზადებას ოფიციალურად 10 ივლისიდან დაიწყებს, მაგრამ კონტინასას ბაზაზე დღეს ფეხბურთელების ნაწილი უკვე გამოცხადდა.

იტალიური მედიის ცნობით, მზადება დაიწყეს მატია დე შილიომ, დენის ზაკარიამ, დანილომ, არტურმა, ფედერიკო კიეზამ და ნიკოლო ფაჯოლიმ. გარდა ამისა, ბაზაზე იყვნენ 23-წლამდე გუნდის ფეხბურთელები.

დუშან ვლაჰოვიჩი ჯერ ტურინში არ არის, ის ინდივიდუალურად ჯერ კიდევ სერბეთში ემზადება, ხოლო მასიმილიანო ალეგრი ბაზაზე კვირას გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონი 13 აგვისტოს დაიწყება და „იუვენტუსი“ პირველ ტურში „სასუოლოს“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …