ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში „იუვეს“ მენტალიტეტის გარეშე ითამაშეს.
„თავიდან ევროპა ლიგა არ იყო ჩვენი მიზანი, მაგრამ გვინდა, ახლა იქ მაქსიმუმისთვის ვითამაშოთ. დღეს კარგი დამოკიდებულება გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, რაღაც პოზიტივი იყო. ბიჭებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა კარგი დამოკიდებულება გამოიჩინეს, თამამად თამაშობდნენ და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჯგუფი სწორი ხასიათის გარეშე ვითამაშეთ, „იუვეს“ მენტალიტეტის გარეშე. ახლა უშუალო კონკურენტთან თამაში გვაქვს და ენთუზიაზმით უნდა შევხედოთ“, – თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, შინ „ინტერთან“ გამართავს.