მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა -15 ქულითაც შეგვიძლია”

შჩესნი: “ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა -15 ქულითაც შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პოლონელი მეკარის განცხადებით, ევროპა ლიგის მოგება მათთვის დიდი სტიმულია.

„მოთმინება უნდა გვქონდეს და მოწესრიგებულად ვითამაშოთ. ევროპა ლიგის მატჩისთვის მზადება ადვილი არ არის. შანსი გვაქვს მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგოთ, რადგან სკუდეტოს მოგების შანსი არ გვაქვს. არ მგონია, რომ ევროპა ლიგა უფრო ადვილია, მაგრამ ტიტულის მოგების იდეა ჩვენთვის სტიმულია. „იუვენტუსისთვის“ ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგას შორის თამაშის ემოცია განსხვავებულია.

რა თქმა უნდა, განსხვავებულ თამაშს ველოდები, რადგან „ფრაიბურგს“ გოლები გასატანი აქვს. პირველ მატჩში ისინი ძალიან კომპაქტურები იყვნენ, ვეცდებით, რომ შევზღუდოთ. პენალტების სერია? პენალტებისთვის ყოველთვის ვემზადები, პირველი მატჩის წინაც მოვემზადე.

იტალიური გუნდები ევროთასებზე? მიხარია, რომ წარმატებით თამაშობენ, ეს იტალიური ფეხბურთისთვის კარგის ნიშანია და იმედი მაქვს, რომ ჩვენც გავალთ მომდევნო ეტაპზე. მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გვინდა და ევროპა ლიგის მოგებით ეს შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ 15 დაკლებული ქულითაც შეგვიძლია ოთხეულში მოხვედრა. წინ ბევრი თამაშია და ყველანაირი შანსი გვაქვს“, – თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „ფრაიბურგისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …