ვოიცეხ შჩესნი ტრავმირებულია და სეზონის სტარტს გამოტოვებს. პოლონელმა მეკარემ „ატლეტიკოსთან“ მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ფეხში დისკომფორტი იგრძნო და მოედანი დატოვა.
სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მარცხენა ბარძაყის დაბალი ხარისხის დაზიანებაა, რის გამოც შჩესნი მინიმუმ 20 დღეს იუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სეზონის სტარტი გაუცდება, რადგან სერია A მომავალ უქმეებზე იწყება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პირველ ტურში 15 აგვისტოს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს.